ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვის ტემპმა იკლო. 2022-2023 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბათუმის უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი. კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით, ანუ პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, უძრავი ქონება თითქმის სრულად გაყიდულია. გაყიდვების ტემპის კლების მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია. - ნათქვამია კვლევაში. ასევე, „გალთ ენდ თაგარტი“ ვარაუდობს, რომ მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება