ბალტიისპირეთის ქვეყნის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების, ძალოვანი უწყებებისა და პოლიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები გაფართოვდა. ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ 100-ზე მეტი პირი დაასანქცირეს. ჩამონათვალში მოსამართლეები, დეპუტატები, პროკურორები და პოლიციელები მოხვდნენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.