საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ, აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.
ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება.