6 მარტს ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც მიიწვია. სად არის ამ პროცესებში საქართველო და დაეთმობა თუ არა ყურადღება, 6 მარტს დაგეგმილ სხდომაზე, საქართველოს საკითხს- ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ პარტნიორები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. ფიქრობენ რომ საქართველოს ევროპული მომავალი ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებულები არიან რომ მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება საქართველო ევროკავდირის წევრი ვერ გახდება.