დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი აშშ-თან ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრობს - კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა გაძლიერდეს. სტარმერის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან პუტინი შეთანხმებებს პატივს არ სცემს. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის განმეორება აღარავის სურს.