პროტესტის 96-ე დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოახერხეს - Palitra News

პროტესტის 96-ე დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა მოახერხეს

2025-03-04 09:41:11+04:00

პროტესტის 96-ე დღემ გუშინ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გუშინაც მოახერხეს. პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ფილარმონიის ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით “დედების მარში” შეუერთდა. ადგილზე მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ვიდრე პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, საქართველოში მშვიდობა არ დაისადგურებს. მანვე საზოგადოებას უწყვეტი პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა. მომიტინგეთა მოთხოვნები კი უცვლელია - ისინი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დემონსტრაციებზე დაკავებულთა გაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.