ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2025-03-04 09:36:32+04:00

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა. ანალიზის შედეგში აღნიშნულია, რომ კანონპროექტები, დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე ნაჩქარევად მიიღეს. ვენეციის კომისიის განცხადებით, კანონში ცვლილებები სათანადო საკანონმდებლო პროცესით უნდა გადაიხედოს. ამ საკითხს ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, დასავლეთისთვის „ქართული ოცნების“ უკანონო ქმედებები თვალსაჩინოა. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მთავრობის წარმომადგენლები მათი ქმედებების გამო პასუხს აგებენ.