საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „დედების მარშს" შეუერთდა.
ზურაბიშვილის თქმით, ის მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს.
„დედების მარში" მიმდინარეობს ლოზუნგით - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვით". მარშის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”.