სტიქიის ზონაში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება და გამონაკლისია 50 სკოლა - Palitra News

სტიქიის ზონაში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება და გამონაკლისია 50 სკოლა

2025-03-03 20:47:05+04:00

სტიქიის ზონაში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება და გამონაკლისია 50 სკოლა. განათლების მინისტრის განცხადებით, ათზე მეტ სკოლაში გარკვეული პერიოდით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. 2086 საჯარო სკოლიდან სტიქიის გამო სწავლა გაჩერებული იყო 800-მდე საჯარო სკოლაში. ხვალიდან სწავლა აღდგება 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში საქართველოს მასშტაბით.