ბალტიისპირეთის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ წევრები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, მოსამართლეები და პროკურორები დაასანქცირა. ამ ინფორმაციას - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირი უკრაინის საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება. სამიტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკიც დაესწრება. დაეთმობა თუ არა ყურადღება საქართველოს საკითხსაც - ამაზე ოპოზიციაში კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ პარტნიორებთან ერთად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ.