საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები პროტესტის დაწყებიდან 96-ე დღეს რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან. საპროტესტო მარშში აქციაზე დაკავებულთა მშლობლებიც გამოვლენ - მათ მსვლელობას ქვეყნის მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება. ამავდროულად, მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების კომუნიკაციასა და ერთობლივ გეგმებს განიხილავენ და ამ პროცესს „ალტერნატიული რეალობის შექმნის“ მცდელობას უწოდებენ. ამის საპასუხოდ, ოპოზიციაში თვლიან, რომ საპროტესტო მსველელობები შესაბამის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.