პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ახალი რეგულაციებით, „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვას შეეცდება. ცვლილებები გაზეთებსა და ონლაინ მედიას არ შეეხება. ამავდროულად, დღესვე იურიდიული კომიტეტის სხომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს ამერიკული „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტი. ამავე კომიტეტზე პირველი მოსმენით „სამშობლოს ღალატის“ მუხლიც მიიღეს.