ლონდონში გაიმართა მსოფლიო ლიდერების სამიტი, რომელიც უკრაინის საკითხს შეეხო. მას 10-ზე მეტი ევროპელი ლიდერი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი დაესწრნენ. ლიდერებმა უკრაინისთვის თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ ღიად ისაუბრეს. მოკავშირეები უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელი ქმედითი ნაბჯების საჭიროებაზე შეთანხმდნენ.