გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა - Palitra News

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

2025-03-03 15:57:24+04:00

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ცენტრალურ გზებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკვე საუბნო გზების წმენდა დაიწყება. სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მინი შტაბებიც, სადაც მოსახლეობა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებს.პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის საჭიროების მქონე მოქალაქეებზე სულ რვაათასზე მეტი სასურსათე პაკეტი გაიცა. რაც შეეხება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას, ამ დროისათვის შუქის გარეშე 50 აბონენტი რჩება. სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი წყალმომარაგება.მუნიციპალიტეტებში შექმნილია ცხელი ხაზიც. მთავრობის მეთაურის თქმით, დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება.