დღეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ქართული ოცნების პოლიტიკის გასაპროტესტებლად მე-100 -დ შეიკრიბებიან. სამ თვეზე მეტია დემონსტრანტები უცვლელ მოთხოვნებს აჟღერებენ. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის არის ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს. საიას ინფორმაციით, ქათამაძე თავს ცუდად გრძობს და გადაადგილებას უჭირს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, .„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, ბრძოლა ბოლომდე, კი ევროპას არა რუსეთს - ეს ის ლოზუნგებია, რომელიც თვეებია, დემონსტრანტების მხრიდან პროტესტის ეპიცენტრში გვესმის. როგორია პროტესტის დღევანდელი დღის წესრიგი.