ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია - მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დეფაქტო ხელისუფლების სათავეში მოსკოვის ფავორიტი, პრორუსი ლიდერი ბადრა გუნბა იქნება. თვითგამეცხადებულმა პრეზიდენტმა მთავარი მილოცვა უკვე მიიღო - ვლადიმერ პუტინმა გუნბას წარმატებები უსურვა. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ე.წ-ი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად ემზადებიან. როგორ ეხმაურებიან ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას თბილისში?