ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეაჩერა, „ჰამასი“ შუამავლებს ჩარევისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის წინადადება, რომელიც რამადანისა და პასექის პერიოდში ღაზაში დროებით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუს თქმით, თუ „ჰამასი“ დათანხმდება გახანგრძლივებას, ისრაელი დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს. შეთანხმების შემთხვევაში, ზავი შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს რამადანის მარხვის დასრულებამდე, დაახლოებით 31 მარტამდე და ებრაული პასექის დღესასწაულამდე, დაახლოებით 20 აპრილამდე. „ჰამასმა“ზავის დროებითი გაგრძელების იდეა უარყო. ჰამასის“ მიერ აშშ-ის წინადადების უარყოფის გამო, ისრაელმა შეაჩერა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველა მარაგის შეტანა.