ლონდონში სამიტი გაიმართა, რომელიც უკრაინის კრიზისს და ევროპის უსაფრთხოებას ეხებოდა. მას 10-ზე მეტი ევროპელი ლიდერი, ნატოს გენმდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტიც ესწრებოდნენ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სამიტი ამ სიტყვებით გახსნა: "ეს არის მომენტი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის თაობაში ერთხელ ხდება და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ". მისი განცხადებით, სამიტამდე გამართული მოლაპარაკებებისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქვეყნების ჯგუფი იმუშავებს უკრაინასთან ერთად საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ ამ გეგმას ისინი აშშ-სთან განიხილავენ.