ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა გახდა,- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო. 1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც100 412 ადამიანს შეადგენს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნბამ- კი 54.73%-ი.