მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი პროტესტის 95-ე დღესაც გადაკეტეს. ტრადიციულად, პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს საზოგადოებრივ მაუწყებელთნ მყოფი აქციის მონაწილეებიც შემოუერთდნენ. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება-ეს არის მოთხოვნები, რომელსაც აქციის მონაწილეები ყოველდღიურად აჟღერებენ. ისინი პროტესტის მეასე დღეს, 6 მარტს, მასშტაბურ საპროტესტო აქციასაც აანონსებენ. ამბობენ რომ ამ დღეს ,,ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ აჩვენებენ რომ ბევრნი არიან და უკან დახევას არ აპირებენ.