ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას - გილოცავთ აფხაზეთის პრეზიდენტად არჩევას - ვიმედოვნებ, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება გაგრძელდება - Palitra News

ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას - გილოცავთ აფხაზეთის პრეზიდენტად არჩევას - ვიმედოვნებ, რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება გაგრძელდება

2025-03-02 18:14:40+04:00

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ძვირფასო ბადრა ზურაბის ძევ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობების გამყარება გაგრძელდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, გუშინ, ოკუპირებულ აფაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, ე.წ. „ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“.