ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან - Palitra News

ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

2025-02-28 22:11:08+04:00

ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან, ხელისუფლების მიერ სტიქიის შედეგების მართვა და შიდა პოლიტიკური პროცესი - სწორედ ეს არის ის მთავარი საკითხები, რომლებზეც მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს ტელეარხთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ზურაბიშვილის განცხადებით, ის არ ცდილობს ქართული ოპოზიციის გაერთიანებას. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ის არ არის ერთიანი საარჩევნო სიების მომხრე, რადგან თვლის, რომ საქართველოს სწორედ ერთპარტიულობამ დააზარალა, ამიტომ, მისი შეფასებით, საჭიროა, საზოგადოება მრავალპარტიულობას მიეჩვიოს. ზურაბიშვილის თქმით, ის გახდება ლიდერი თუკი ეს ოპოზიციას დასჭირდება, მაგრამ არ იქნება ერთპიროვნული და არც დიდი ხნით დარჩება ლიდერის პოზიციაზე.