სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის არ ცდილობს ქართული ოპოზიციის გაერთიანებას - მისივე შეფასებით, დროა ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის მისი მიზანი. ამის შესახებ მე-5 პრეზიდენტმა ჩვენს ტელეარხთან გამართული ინტერვიუს დროს განაცხადა. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ის არ არის ერთიანი საარჩევნო სიების მომხრე იმიტომ, რომ თვლის, საქართველოს ყველაზე მეტი სწორედ ერთპარტიულობამ დაუშავა, ამიტომ, საჭიროა საზოგადოება მრავალპარტიულობას მიეჩვიოს. ზურაბიშვილის თქმით, თუ ოპოზიციას დასჭირდა, ის იქნება ლიდერი, მაგრამ არა ერთპიროვნული და არა დიდი ხნით.