სტიქიის მეშვიდე დღე - იმერეთსა და გურიაში მდგომარეობა უცველელია. გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომაზე დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ავტომაგისტრალების ძირითადი ნაწილი თოვლისგან სრულად გასუფთავებულია და აქტიურად გრძელდება სხვადასხვა სოფლის ძირითადი გზების გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივები კი მედიასთან ამბობენ, რომ გზები მოლიპულია და სავალი ნაწილი ისევ არ არის გაწმენდილი, რაც მათივე თქმით, ფეხით გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. ბევრ სოფელს ამ დრომე არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ადგილზე რჩებიან მოხალისეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.