CNN - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი - Palitra News

CNN - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი

2025-02-28 23:18:01+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული კამათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

CNN-ის წყაროს ცნობით, გაუქმდა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციაც.