პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრებს აფასებს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც, თუმცა როგორც, ვოლსკი ამტკიცებს, ქართველ ახალგაზრდებს აგრესიისთვისა და დაპირისპირებებისთვის ამზადებენ - ვოლსკის შეფასებით, ეს არის უმსგავსობა, რომელიც ევროკავშირსა და მის ელჩს არ ეკადრება. ვოლსკი ამტკიცებს, რომ არ იცის, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ახალგაზრდებთან ელჩის საუბარი, მაგრამ ამბობს, რომ „აქედან სიკეთე არ მიგვიღია“. გია ვოლსკის ამ განცხადებას ევროკავშირის ელჩი უკვე გამოეხმაურა. რას ამბობს ვოლსკის ბრალდებების საპასუხოდ პაველ ჰერჩინსკი?