ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველი ოფიციალური ანგარიში იმ შეცდომებზე გამოაქვეყნა, რომლებმაც ისრაელ-ჰამასის ომი გამოიწვია - Palitra News

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველი ოფიციალური ანგარიში იმ შეცდომებზე გამოაქვეყნა, რომლებმაც ისრაელ-ჰამასის ომი გამოიწვია

2025-02-28 15:58:49+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველი ოფიციალური ანგარიში იმ შეცდომებზე გამოაქვეყნა, რომლებმაც ისრაელ-ჰამასის ომი გამოიწვია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ისრაელის მოქალაქეების დაცვის თვალსაზრისით საკუთარი მისიის შესრულება ვერ შეძლეს. 19-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია სამხედროების დასკვნები იმის შესახებ, თუ რამდენად არასწორად შეაფასეს „ჰამასის“ განზრახვები და შესაძლებლობები. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხედროები ღაზას მეორეხარისხოვან საფრთხედ მიიჩნევდნენ და უპირატესობას ირანსა და „ჰეზბოლას“ ანიჭებდნენ.