აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, კონსტრუქციული საუბრის საშუალებით, მხარეებმა ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობის სტაბილიზაციისთვის კონკრეტული საწყისი ნაბიჯები განსაზღვრეს. აშშ-ის დელეგაციას რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რუსეთის დელეგაციას კი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი ხელმძღვანელობდა. შეერთებულმა შტატებმა საბანკო და საკონტრაქტო სერვისებზე წვდომის შესახებ, ასევე მოსკოვში აშშ-ის საელჩოს სტაბილური და მდგრადი პერსონალის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეები უახლოეს მომავალში შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დრო, თარიღი, ადგილი და მონაწილეთა შემადგენლობა მოგვიანებით განისაზღვრება.