ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში პატიმარ ჟურნალისტზე - Palitra News

ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში პატიმარ ჟურნალისტზე

2025-02-28 15:47:58+04:00

ბათუმელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პენიტენციულ დაწესებულებაში იმყოფება. ის კლინიკა ვივამედიდან გუშინ გაწერეს. პატიმარი ჟურნალისტი, რომელიც შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას თავად ითხოვდა. ამაღლობელი, რომელმაც პატიმრობიდან 38-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა მკურნალობას შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, საპატიმროში განაგრძობს. შიმშილობის შეწყვეტაზე ამ დრომდე უარს აცხდებს საპროტესტო აქციის დროს დაკავებული მედროშე, თემურ ქათამაძე. მზია ამაღლობელის მსგავსად ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.