სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მორიგი ინსტრუმენტი თუ უცხო ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური შემცირება საქართველოში? - რას ემსახურება ახალი ცვლილება, რომლის მიღებასაც პარლამენტი ამჯერად არასამთავრებო ორგანიზაციის მისამართით გეგმავს. მორიგი საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, მესამე სექტორის წარმომადგენლები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან. ცვლილების ინიციატორები “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ წევრები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობამ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მათი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსება, შესაძლოა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას საფრთხე შეუქმნას. რას ფიქრობენ საკითხზე ოპონენტები?