დასავლეთ საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი. ორი პირის კოორდინატები უკვე დადგენილია, ამჟამად მიმდინარეობს მესამე დაკარგულის სამძებრო სამუშაოები. დაკარგულების ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოხალისეები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები და ჯარისკაცები სოფლამდე გზებს ამ დრომდე ასუფთავებენ. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. რა ვითარებაა დასავლეთ საქართველოს სტიქიის ზონებში.