აშშ-ის ტარიფები კანადას და კანადის პრემიერ-მინისტრის პასუხი დონალდ ტრამპს - ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში კანადა აშშ-ს დაუყოვნებლივ და უკიდურესად ძლიერად უპასუხებს. ტრუდომ მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კანადას სავაჭრო ომი თავის მეზობელთან არ სურს. კანადის პრემიერის განცხადებით, კანადა მუშაობას განაგრძობს ტარიფების თავიდან ასაცილებლად, თუმცა აქვე განმარტავს, რომ 4 მარტს აშშ-ის მიერ უსამართლო ტარიფების დაწესებას არ გამორიცხავს.