ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა შედგა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე ისაუბრებს. განმარტეს, რომ ახლა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულებაა. ამავე საკითხზე დღეს დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდება - რა საკითხები განიხილეს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ლიდერებმა და მოაწერს თუ არა ხელი იშვიათ მინერალებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას უკრაინის პრეზიდენტი.