ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მისი სურვილის გათვალისწინებით პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი კლინიკა ,,ვივამედმა" 26 თებერვლის 13:00 სთ-ზე გაწერა, რის შემდეგაც მას ექიმების მხრიდან სამედიცინო მკურნალობა აღარ მიუღია. გაწერის მიუხედავად, პენიტენციურმა დაწესებულებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ჟურნალისტი ერთი დღის შემდეგ გადაიყვანა. იურისტებისთვის აღნიშნული გარემოება გარკვეულ კითხვებს აჩენს. პატიმარი ჟურნალისტისადმი სოლიდარობის გამოხატვას აგრძლებენ კოლეგები და უფლებადამცველები. როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.