ვიხილავთ თუ არა შეზუღდვების ახალ პაკეტს ქართული ოცნების წევრების მისამართით - ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სანქციები ლოგიკური და აუცილებელი საპასუხო რეაქციაა. მათი თქმით, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, ძალადობისა და დაშინების ფაქტები და ანტიდემოკრატიული კურსი, რომელიც მათი შეფასებით, ქართული ოცნების პირობებში ყოველდღიურად უფრო მწვავე ხასიათს იძენს. მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია. მათი თქმით, სანქციები შანტაჟის მცდელობაა, რასაც რეალური შედეგები ვერ ექნება.