კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს სიტყვა შეუსწორა უკრაინისადმი ბრიტანული მხარდაჭერის შესახებ და განაცხადა, რომ „ეს იყო საჩუქარი“ - Palitra News

კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს სიტყვა შეუსწორა უკრაინისადმი ბრიტანული მხარდაჭერის შესახებ და განაცხადა, რომ „ეს იყო საჩუქარი“

2025-02-28 09:21:16+04:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ კირ სტარმერსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ცოტათი „დაძაბული“ გახდა. ტრამპმა უკრაინის დახმარებაზე საუბრისას თქვა, რომ ევროპული ქვეყნები ფულს გასცემენ და შემდეგ უკან იბრუნებენ, ამერიკა კი ასე არ იქცევა. კირ სტარმერმა ტრამპს სიტყვა შეუსწორა და აღნიშნა, რომ იყო გარკვეული სესხები უკრაინის მიმართ, მაგრამ ძირითადად ის იყო საჩუქრად გაცემული.