დღეს პარლამენტში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე დისკუსია გაიმართება. აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. საპარლამენტო კომისიის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.