გეგმავს თუ არა ბრიტანეთი აშშ-ის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას - ბრიტანელმა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ ივანიშვილისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არ სურს პოტენციურ სამომავლო სანქციებზე საუბარი, რადგან, როგორც თავად ამბობს, ეს შესაძლო სანქციების შედეგს შეამცირებს. თუმცა მანვე განმარტა, რომ დიდ ბრიტანეთში საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე ბრიტანეთს საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება შეჩერებული აქვს და ასევე შეზღუდული აქვს თავდაცვითი თანამშრომლობა. ამავდროულად, გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა და ამ გადაწყვეტილებას გერმანიის განათლების მინისტრიც გამოეხმაურა. რას ამბობს გერმანელი მინისტრი და რა მოლოდინი აქვთ მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსებს