კლინიკიდან გაწერილი მზია ამაღლობელი, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც კვლავ „ვივამედშია“, თუმცა ექიმთა მეთვალყურეობის გარეშე რჩება. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელი კლინიკიდან გაეწერა, თუმცა უცნობია, ამ დრომდე რატომ არ გადაიყვანეს დაკავებული ჟურნალისტი ნომერ მე-5 დაწესებულებაში. ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ამავდროულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამაღლობელის საქმეზე 4 მარტს ჩანიშნული სასამართლო პროცესი ახლოვდება. თავად ამაღლობელი აღნიშნულ სხდომაზე დასწრების სურვილს გამოთქვამს.