რუსეთის საგარეო დაზვერვა - ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობაში ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს - Palitra News

რუსეთის საგარეო დაზვერვა - ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობაში ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს

2025-02-27 16:35:58+04:00

ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან მუშაობაში დაპირებიდან ზეწოლაზე გადავიდეს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა.

„მსოფლიოში მიმდინარე „ეროვნულ-კონსერვატიული შემობრუნების“ გათვალისწინებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობაში ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.