ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის რეტინგის თანახმად, სომხეთი საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა.
გლობალური მშვიდობის ინდექსი, რომელსაც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ადგენს, მსოფლიოში გლობალური მშვიდობის წამყვანი საზომია. ის მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის 99.7%-ს, გამოითვლება 23 ხარისხობრივი/რაოდენობრივი მაჩვენებლის გაანალიზებით და ზომავს სამ სფეროს: საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონეს, მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტის მასშტაბებსა და მილიტარიზაციის ხარისხს. 2024 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსი აჩვენებს, რომ სამყარო ჯერ კიდევ დგას მასშტაბური ომის საშიშროების წინაშე. Global Peace Index-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში 56 კონფლიქტი მიმდინარეობს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მცირე კონფლიქტების მზარდი რაოდენობა კი ზრდის მომავალში უფრო დიდი კონფლიქტების წარმოშობის ალბათობას. თუმცა, როგორც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ამბობს, ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც მშვიდად ცხოვრება შესაძლებელია. Global Peace Index-ის 2024 წლის შემაჯამებელ რეიტინგში ისლანდია, ირლანდია, ავსტრია, ახალი ზელანდია და სინგაპური წლის ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ. გარდა ათეულისა, რეიტინგში მშვიდობიან ქვეყნებად მიიჩნევა ევროპის რამდენიმე ქვეყანა, იაპონია, ქუვეითი, ნორვეგია, კატარი, მონტენეგრო, მადაგასკარი და სამხრეთ კორეა. ყველაზე საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში კი პირველ ხუთეულს
იემენი, სუდანი, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი ინაწილებენ. ათეულში მეექვსე პოზიციაზე მოხვდა უკრაინაც, მერვეზე კი რუსეთი.
რაც შეეხება საქართველოს, გლობალური მსვიდობის რეიტინგში, რომელიც 163 ქვეყანას მოიცავს, ჩვენი ქვეყანა მე-100 ადგილზეა. მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე უსაფრთხო სომხეთია, ის რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს, 106-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, ხოლო 139-ე პოზიციაზე კი თურქეთი.