ირაკლი კობახიძე - დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას - პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არსებითად არის გაწმენდილი - Palitra News

ირაკლი კობახიძე - დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას - პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არსებითად არის გაწმენდილი

2025-02-27 12:34:05+04:00

გარესამყაროს მოწყვეტილი საქართველოს სოფლები, განადგურებული და დაზიანებული შენობები, შეწყვეტილლი ენერგომომარაგება შეჩერებული საგანამანთლებლო პროცესები და გადადებული რკინიგზის რეისები. - ასეთია დიდთოვლობის შედეგად შექმნილი ვითარება დასავლეთ საქართველოში. რეგიონებში მძიმე ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. უამინდობის და დიდთოვლობის გამო, დღეს მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა. მათ შორის, თბილისი-ბათუმი; თბილისი-ზუგდიდი; თბილისი-ფოთი; თბილისი-ბორჯომის მიმართულებებზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამ ეტაპზე აჭარაში იმყოფება. მან მედიასთან დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა.