ბრიტანელი მინისტრი ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე - ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს - Palitra News

ბრიტანელი მინისტრი ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე - ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს

2025-02-27 12:32:06+04:00

საერთაშორისო პარტნიორები კვლავ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ ალაპარაკდნენ. ამჯერად ბრიტანელი მინისტრმა სტივენ დოუთიმ ივანიშვილისთვის შემზღუდვების დაწესების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე კომენტარის გაკეთება შედეგის შემცირების თავიდან აცილების მიზნით, არ სურს. თუმცა დიპლომატმა აქვე დასძინა, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთს საქართველოს მთავრობისადმი შევაჩერებული აქვს დახმარება, , შეზღუდული აქვს თავდაცვითი თანამშრომლობა. ამავე დროს ამოქმედებულია სავიზო აკრძალვები და სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც საერთაშორისო პარტნიორების შეფასებიT, პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მიმდინარე აქციების დროს განხორციელებულ ძალადობაზე. გეგმავს თუ არა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას? როგორია საკითხზე პოზიციები?