ჯადოსნური მთა - გერმანელი მწერლის, ესსეისტის, ეპიკური რომანების ოსტატის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, პაულ თომას მანის რომანია. წიგნის ორიგინალი 1924 წელს მწერლის სამშობლოში , გამომცემლობა Weimar Republic-ის მიერ გერმანულ ენაზე გამოიცა.
__________________________________________________________________
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა გერმანელი მამაკაცი, ინჟინერი ჰანს კასტორპია, რომელიც ჰამბურგიდან შვეიცარიაში, დავოსში მიემგზავრება. მიზანი ბიძაშვილის მონახულებაა, რომელიც სანატორიუმში მკურნალობის კურსს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი მთაში მხოლოდ სამი კვირის გატარებას აპირებს, დარჩენა უფრო დიდხანს უწევს. მას ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდება. ის კარგავს დროის შეგრძნებას, მისი განცდები და ემოციები სულ სხვა მიმართულებით იწყებს მოძრაობას, ის სიკვდილის წინაშე აღმოჩნდება მთაში, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია. საბოლოო ჯამში ჰანს სანატორიუმში 7 წლით დარჩენა უწევს.
პაულ თომას მანი 1875 წლის 6 ივნისს გერმანიიის ქალაქ ლიუბერში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.
1881 წელს თომასის მამის გარდაცვალეს შემდეგ , ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო.
თომას მანმა ლიტერატურულ სფეროში მოღვაწეობა, ჟურნალ "გაზაფხულის ქარიშხალით", დაიწყო , სადაც წერდა სტატიებს . მოგვიანებით , ძალები გერმანულ სატირულ ჟურნალშიც მოსიჯნა , სადაც პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობები. მწერალის პირველი რომანი სახელწოდებით ბუდენბროკები , 1901 წელს გამოიცა, რომანის დაწერა თომას მანს სკანდინავური საოჯახო რომანების და ძმები გონკურების „რენე მოპერინის“ კითხვამ შთააგონა. წიგნმა ავტორს დიდი აღიარება მოუტანა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის მისი სახელი ცნობილი. თომას მანის ლიტერატურული მოღვაწეობა 20 მდე რომანს ითვლის და დღემდე მკითხველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ავტორად ითვლება , მისი წიგნები ნათარგმნია მრავალ ენაზე და გაყიდულია მილიონობით ეგზემპლიარი.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.