დემონსტრანტები გუშინ პროტეტის 91-ე დღეს ტრადიციულად პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 91-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “დანიშნეთ არჩევნები, არ გავჩერდებით”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ მიტანილი.
პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.