სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა

2025-02-27 09:24:02+04:00

სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა. 5 პუნქტიანი გეგმა ასე გამოიყურება: - არჩევნების პირობების დაწესება; საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების ე.წ „ჯარის“ მომზადება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა; პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის; და ბოლო პუნქტი ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, “რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა მეხუთე პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ გეგმას ოპოზიციონერი ლიდერები მიესალმებიან. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორების როლზეც ამახვილებენ. ამბობენ, რომ დასავლელი ლიდერების მხარდაჭერით ქართველი ხალხი კონკრეტულ შედეგს მიაღწევს, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მატარებელმა უკვე ჩაიარა და საზოგადოება თვითმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.