„ჰამასმა” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ცხედრების გადაცემის ფაქტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც დაადასტურა. ამასთან, სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, 625 პატიმარს და დაკავებულს გაათავისუფლებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს სრულდება, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, "ჰამასმა", საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.