დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ჩავა - Palitra News

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ჩავა

2025-02-27 09:21:52+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ჩავა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას CNN-ი ავრცელებს. ტრამპის სიტყვებით შეძლეს შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ამერიკა ფულს დაიბრუნებთ და მომავალში ბევრ ფულს მიიღებს. ტრამპის განცხადებით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს , რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება“.