საკოორდინაციო შტაბმა გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოამზადა. შეხვედრას ქართული ოცნების ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შტაბმა დეტალურად იმსჯელა თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას უკვე მოუგვარდა, მათ შორის, საკვების, მედიკამენტების მიწოდების, გზის გაწმენდისა და ელექტრომომარაგების აღდგენის კუთხით. აღინიშნა, რომ სამუშაოები აქტიურად გრძელდება, თუმცა რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გათვალისწინებით, მდგომარეობა ჯერ ისევ რთული რჩება. შტაბის სხდომაზე განისაზღვრა ყველაზე კრიტიკული მიმართულებები, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება და რომლებზეც გზის გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება.