ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოშია - ვიზიტის ფარგლებში ის ოთხივე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა - Palitra News

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოშია - ვიზიტის ფარგლებში ის ოთხივე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა

2025-02-26 20:27:19+04:00

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის ოთხივე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას შეხვდა. დახურულ კარს მიღმა საუბარი საქათველოში განვითარებულ მოვლენებსა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხებოდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს ,რომ ,,ქართული ოცნების ამჟამინდელი საგარეო კურსი მათთვის მიუღებელია, რისგამოც პარტნიორები მათ წინააღმდეგ ქმედით ბერკეტებს გამოიყენებნ. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, აუდიენციის ფარგლებში რასა იუკნევიჩიანესთან ყურადღება აქციების დროს დაკავებულ პირებსა და ,,ქართული ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებზეც გამახვილდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოცნების მიზანი ოპოზიციის დაშანტაჟებაა, თუმცა მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს დღისწესრიგიდან ქართული ოცნების ვერცერთი ულტიმატუმი ვერ მოხსნის.